საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
საპატიო სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.
სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.
კომენტარები