ლისის ტბის მიმდებარედ პრაიდის კვირეულის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადებიან.
დაგეგმილი აქციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პრაიდის ღონისძიების გამართვას აპროტესტებს. ისინი პოლიციის კორდონის მეორე მხარეს იმყოფებიან.
ამასთან, ფესტივალის ორგანიზატორებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს. მათი განცხადებით, ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არანაირი მსვლელობა არ მოეწყობა.
კომენტარები