უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემის შესახებ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას გაერო, ნატოს წევრი სახელმწიფოები და უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ და ღიად აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ. საგანგებო განცხადებებში გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ვაშინგტონს კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციას ახსენებენ, რომელიც 15 წლის წინ იქნა მიღებული და 100-ზე მეტ ქვეყანაშია რატიფიცირებული.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კასეტური ბომბების გამოყენებისგან თავის შეკავება მოითხოვა. თავად ვაშინგტონში, კი გადაწყვეტილებას კიევის პირობით ამართლებენ, რომელმაც მათი განცხადებით შტატებს გარანტიები მისცა, რომ აღნიშნულ იარაღს დიდი პასუხისმგებლობით გამოიყენებენ.
კომენტარები