ქუთაისის აეროპორტში ავიარეისები გადაიდო. ძლიერი წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დღეს რუსულ ავიაკონიას “რედ ვინგს” მოსკოვი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი აეროპორტში 22:00 საათზე უნდა დაფრენილიყო.
აეროპორტების გაერთიანება განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია აეროპორტის შიდა ნაწილი. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას. აეროპორტის თანამშრომლები შენობის დასუფთავებას ცდილობენ.
კომენტარები