გემი, რომლის ბორტზეც 28 ჩინელი ტურისტი და სამი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მალაიზიის სანაპიროსთან გაუჩინარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება ადასტურებს.
გემთან კავშირი, რომელიც მენგალუს კუნძულისკენ მიემართებოდა, მალაიზიის წყლებში მაშინ გაწყდა, როდესაც ხომალდი ქალაქ კოტა-კინაბალუს პორტიდან გავიდა.
ამ დროისთვის გემის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ძლიერი ქარი და ტალღები ართულებს.
კომენტარები