გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სამი პირი დააკავეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება.
აღნიშნული პირები მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ორი დაკავებული გერმანიის, ერთი კი თურქეთის მოქალაქეა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულები ერაყში ან სირიაში “ისლამური სახელმწიფოს“ რომელიმე ქვედანაყოფთან არიან დაკავშირებული. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 18 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. სატვირთო ავტომობილი ბაზრობაზე შეკრებილ ადამიანებს შეეჯახა, რის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაიჭრა.
კომენტარები