ნარკო დანაშაულზე სამართალდმცავებმა ქვეყნის მასშტაბით ათზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებულია ასევე უკრაინელი ქალბატონი, რომელიც ნარკოტიკებს ინტერნეტით ყიდდა და მას სვეტიცხოველის ეზოში მალავდა. ინფორმაცია ამის თაობაზე კურიერს თეიმურაზ კუპატაძემ დაუდასტურა.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოველის ეზოში ცხრა ლოკაციაზე განათავსა ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციას ახდენდა აპლიკაციების საშუალებით” – განაცხადა კუპატაძემ.
კომენტარები