ნინო ლომჯარია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახალხო დამცველი, იყო ვინც კი გვყოლია. როდესაც ამხელა ძალაუფლება ჰქონდა და ასე იყენებდა, არ მგონია, მან შეძლოს და სხვა პოლიტიკურ ვითარებაში დამოუკიდებელი პოლიტიკური როლი ითამაშოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, „ლომჯარია „ლელოს“ მსგავს პარტიაში კარგად გამოდგება“.
„ყველაზე მეტი, რაც შეიძლება, ლომჯარიამ გააკეთოს, რომელიღაც სხვა პარტიას შეუერთდეს სივის დონეზე, რომ ჩვენ ყოფილი სახალხო დამცველიც გვყავს სიაშიო. მგონი, „ლელოსნაირ“ პარტიაში კარგად გამოდგება. მაქსიმუმ ეს შეუძლია და ახლა სხვადასხვა ორგანიზაციის და აქტივობის შედეგად, შეიძლება უფრო გააძვიროს თავისი პერსონა მომავალი კოალიციისთვის“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
კომენტარები