“გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალურიძე მოძრაობის” წევრის ირაკლი ეძგვერაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
.
ქადაგიძის თქმით, ეძგვერაძის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მასზე თავდასხმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ვერ ჩაითვლება.
“რა უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს – ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია, საიდანაც მისი ნაცებში გადაბარგებაც მომხდარა… გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, თუმცა, ამ ეძგვერაძის წარსული და კონტაქტები სულ საპირისპიროს ამტკიცებს, რომ იმდენად წინააღმდეგობრივი ბიოგრაფია აქვს ამ ბატონს, კონფლიქტიც ყოფით პრობლემას ან მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება! ასე, რომ ვერ გაასაღებთ პირად, ქუჩურ გარჩევას პოლიტიკურად და “ნაცმოძრაობა” რომ კრიმინალი, სააკაშვილის შეწყალებული დამნაშავეებით გყავთ გადატენილი, იმიტომაცაა თქვენი საქმე კარგად…” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
“ნაცმოძრაობა” რომ კრიმინალი, სააკაშვილის შეწყალებული დამნაშავეებით გყავთ გადატენილი, იმიტომაცაა თქვენი საქმე კარგად”
2023/09/23 17:05:32
ნანახია: 68 ჯერ