რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი იარაღით მოვაჭრეების ინტერესებში შედის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„ჩემი აზრით, ეს ომი უკავშირდება არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის პრობლემას, არამედ იარაღით ვაჭრობას და იარაღით მოვაჭრეებს. არ შეიძლება ვეთამაშოთ უკრაინელი ხალხის ბედს. ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. იწყება პროცესი, რომლითაც უკრაინელი ხალხი დაზარალდება, რაც მე ძალიან არ მომწონს“, – აცხადებს რომის პაპი.
კომენტარები