მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არაერთი წარმატებული ქართველია. ფეხბურთზე საუბრისას, ალბათ, ყველას ხვიჩა კვარაცხელია გახსენდებათ, კალათბურთი – თორნიკე შენგელია, დიზაინის სფერო – დემნა გვასალია, მუსიკა – ხატია ბუნიათიშვილი, სამოდელო სფეროში კი მსგავსი მასშტაბის წარმატება აქვს მატილდა გვარლიანს. ის სტაბილურად არის მსოფლიოს მოდის სამყაროს წამყვანი ბრენდების არჩევანი და უკვე წლებია, მოდის კვირეულებზე მათ კოლექციას წარადგენს.
ამჯერად, მატილდა მილანის მოდის კვირეულზე Dolce Gabbana-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ვნახეთ.
ის პოდიუმზე მოდის სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი სახელების გვერდით გამოვიდა, როგორებიც არიან ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი, ლეგენდარული ნაომი კემპბელი.