საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის სენატში შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა სენატის პრეზიდენტს, ამ წუთებში კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.
პაპუაშვილის განცხადებით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს, ასევე, შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.
კომენტარები