მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ქმედებებს მოჰყვეს სამართლებრივი შეფასება და თავისი შინაარსით ადვილი გამოსაცნობია, რა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ ლუსტრირებს საკუთარი ქმედებების პოლიტიკურ შეფასებას, განსაკუთრებით თუ დავუკვირდებით მის ვორდინგს, არათანმიმდევრული პოზიციებს, რითაც, შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და სახელმწიფოს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტსაც აყენებს ზიანს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.