მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არა აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში- სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის.
ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო.
მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არა აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება“,- აღნიშნა კალაძემ.