ევროპა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების ნაკადისთვის უნდა მოემზადოს – შესაბამის განცხადებას ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებშიიანეზ ლენარჩიჩი აკეთებს.
“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მით უმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს“ , – წერია გავრცელებულ წერილში.
ასევე ცნობილი ხდება, ევროკომისიის მიერ მთიანი ყარაბაღისთვის 5 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გაზრდის შესახებ. თანხა გათვალისწინებულია უშუალოდ ლტოლვილებისთვის – მათი საკვებისთვის, საცხოვრებლისთვის და სამედიცინო დახმარებისთვის, ასევე სომხეთში მომუშავე ევროკავშირის სხვადასხვა ჰუმანიტარული პარტნიორისთვის.
კომენტარები