თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ორი კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის:
1) 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერია აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე- www.dasakmdi.ge.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
2) თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400-მდე ვაკანსიას აცხადებს. თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით.
ამ შეთავაზებებით დაინტერესებულ ყველა პირს ვუსურვებ წარმატებებს მთელი გულით!”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.