„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ „უდინეზესთან“ მატჩი (4:1) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა (რომლთაც ნეაპოლელებმა ანგარიში გახსნეს) და საგოლე გადაცემა შეასრულა.
რუდი გარსიამ „ნაპოლის“ ამ გამარჯვების შემდეგ შვებით ამოისუნთქა. იმის გამო, რომ წინა შეხვედრებში გუნდმა მოედანი უგოლოდ დატოვა, ფრანგ სპეციალისტს მწვავედ აკრიტიკებდნენ. „უდინეზესთან“ მატჩის წინ, როდესაც სტადიონის დიქტორმა მისი გვარი გამოაცხადა, მაყურებელმა სტვენა დაიწყო.
„კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით, ისევე როგორც „ბოლონიასთან“ მატჩით, მაგრამ დღეს იღბალიც ჩვენსკენ იყო. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, რადგან ის ფეხბურთი ითამაშეს, რომლისთვისაც გუნდს ვამზადებდი.
კომენტარები