ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.
რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.
ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.
კომენტარები