პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ზელენსკიმ ვერ განახორციელა ის ლოზუნგები, რითაც ხელისუფლებაში მოვიდა. პირიქით, უკრაინაში საპირისპირო პროცესები განვითარდა – ვერც კორუფცია აღმოიფხვრა და ვერც სასამართლოს სისტემაში დამყარდა წესრიგი.
„პოროშენკო, რომელიც იანუკოვიჩის შემდეგ მოვიდა, არ პასუხობდა იმ ინტერესს, რომელიც უკრაინის მოსახლეობას, მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გააჩნდა. ეს იყო მშვიდობა, კორუფციის აღმოფხვრა და სისტემის შექმნა, სადაც განვითარებას ალტერნატივა არ ექნებოდა. სწორედ ამ ლოზუნგებით მოვიდა შემდეგ ზელენსკი. არ მოხდა ეს – საპირისპირო პროცესები განვითარდა. ვერც კორუფცია აღმოიფხვრა და ვერც სასამართლო სისტემაში დამყარდა წესრიგი“, – განუცხადა „იმედის კვირას“ ვოლსკიმ.
კომენტარები