7 000-ზე მეტი ხოხობი, კაკაბი და გნოლი არსებობას ველურ ბუნებაში გააგრძელებს.
ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედება, გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ღია სივრცეში დაბრუნების პროცესი გრძელდება. ყველაფერი კი ჭორვილაში მდებარე უნიკალური აგროკომპლექსიდან დაიწყო.
ჭორვილაში გაზრდილი ფრინველების პირველი პარტია 2 500 კაკაბი და ხოხობი ველურ ბუნებაში გაზაფხულზე უკვე გაუშვეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხოხბებიცა და კაკბებიც, ბუნებრივ პირობებში წარმატებით მრავლდებიან, ამიტომ მეორე ეტაპი შემოდგომაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა. ჭორვილაში, აგროკომპლექსში გაზრდილ კოლხურ ხოხობთან და კაკაბთან ერთად ველურ ბუნებაში წელს პირველად გნოლსაც გაუშვებენ.
სპეციალისტების მიერ, სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე 1 000-1 000-მდე ხოხობი და კაკაბი უკვე გაუშვეს თბილისში, გურიასა და სამეგრელოში, შიდა ქართლში და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ასევე, 500-მდე გნოლს გაუშვებენ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიასა და მცხეთაში; რაჭის ულამაზეს ბუნებას კი მალე 500-მდე კაკაბი და ხოხობი დაამშვენებს.
ამასთან, ბუნების გამრავალფეროვნების მიზნით, კოლხურ ხოხობსა და კაკაბს გაუშვებენ სამცხე ჯავახეთშიც: ბორჯომში, აწყურში, ახალციხეში. პირველი ლოკაცია კი აბასთუმანია. გადაშენების პირას მყოფ ფრინველებს გაუშვებენ ჯავახეთშიც.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში, სულ 2 500-ს ხოხობს, 4 000 კაკაბსა და 800 გნოლს გაუშვებენ. ეს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გამრავლებისა და გადარჩენის პროცესის მხოლოდ დასაწყისია. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით ჭორვილაში გაშენებულ აგროკომპლექსს წინ დიდი გეგმები აქვს.
დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.