საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ამასთან, პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, თავად დაესწრება თუ არა მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.
საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები