რავითარი კავშირი იმპიჩმენტს კანდიდატის სტატუსთან და ევროინტეგრაციის პროცესთან არ აქვს. ეს არის აბსურდული სპეკულაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„იმპიჩმენტი არის დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პროცესი. ის როგორც აშშ-ში, ისე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში არაერთხელ იყო გამოყენებული და ამის გამო არავის უთქვამს რომელიმე ქვეყანაზე, რომ არაევროპული და ანტიდასავლურია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
კომენტარები