ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები ვარ არგუმენტებით შეიარაღებულნი და ამას ჩვენს საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვაჟღერებთ და მტკიცებულებებით ვამყარებთ, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არგუმენტები და მტკიცებულებები იმდენად ცალსახაა და ცხადია, რომ ეს საკითხი პრაქტიკულად სადაო არ ხდება. ახლა უკვე სხვა საკითხები აინტერესებთ კომუნიკაცია ტელეფონით, ზარი მასთან, განცხადება არის თუ არა ასევე კონსტიტუციის დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებითაც და ნახეთ თქვენ, რომ ამომწურავი პასუხები ჰქონდა ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით და პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის პოზიცია, რომ უსუსურია ძალიან მალე ნახავთ, როდესაც ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ გასცემენ“, – განამარტა ანრი ოხანაშვილმა.