უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკრიტიკა დასავლური კონსერვატიული ელიტები იმის გამო, რომ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების წინადადებით გამოდიან.
“როდესაც დასავლური კონსერვატიული ელიტის რომელიმე წარმომადგენელი საუბრობს უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების აუცილებლობაზე, პირდაპირი კითხვა მაქვს: რა არის თქვენი მოტივები? რატომ გამოდიხართ რუსული არმიის განადგურების წინააღმდეგ, რომელიც აფრთხობს დემოკრატიებს ათწლეულების განმავლობაში და რატომ ხართ გამოდიხართ იმის წინააღმდეგ, რომ მკვეთრად შემცირდეს რუსეთის უნარი განახორციელოს „სპეციალური დესტრუქციული ოპერაციები“ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კონტინენტზე?” – აღნიშნა პოდოლიაკმა.
კომენტარები