ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მეგობრებო, დილა მშვიდობისა.
დიდი მადლობა მოკითხვისათვის.
სანამ სიახლეებზე დავწერ – გუშინდელ ღამესაც შევეხები. იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელის 22-მდე ქალაქში, ტერორისტები, ქუჩაში ესროდნენ ხალხს, შესაბამისად, განგაშის ჩართვის დროს, სხვა ქალაქებშიც კი, ადამიანები თავშესაფარში ჩასვლას ერიდებიან და სახლებში მაგრდებიან.
ესეც არსებული სიტუაციის რამდენიმე სიახლე:
– მთელი ღამე გაგრძელდა რამდენიმე ლოკაციის დაბომბვა, მათ შორის არის აშკელონი;
– ისრაელის მოკლულ მოქალაქეთა რაოდენობა 300-ს გადასცდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კარდაკარ პრინციპით ხოცეს, გააუპატიურეს და ზოგიერთი საზეიმოდ და სათრევად წაიყვანეს გაზაში;
– დაჭრილ და სიცოცხლესთან მებრძოლ ისრაელელთა რაოდენობა 1800-ს შეადგენს;
– ღაზას ტეროტორიაზე მძევლად გადაათრიეს 100-ზე მეტი ისრაელელი და გაურკვეველი რაოდენობის უცხოელი, მათ შორის 17 ნეპალელი მუშა; გატაცებულ ისრაელელებში არიან სხვადასხვა ჩინის სამხედრო პირები, ბავშვები, მოხუცები და რამდენიმე ოჯახი;
– ისრაელზე თავდასხმაში, ჰამასის ტერორისტების გარდა, ჩართულია ჰეზბოლა, რომელმაც ისრაელზე შეტევა, ჩრდილოეთიდან, ლიბანიდან რამდენჯერმე სცადა. ჰეზბოლამაც ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა;
– ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაათავისუფლეს 22-დან 15 დასახლებული პუნტქტი; სამწუხაროდ, ჰამასის ტერორისტები ინარჩუნებენ სამხრეთის 7 დასახლებულ პუნქტს; მათ შორის სამხედრო ბაზას; IDF-მა გაანადგურა 400-მდე ტერორისტი და ტყვეებიც აიყვანა;
– ამ წამს, ისრაელის დროით 10:13-ზე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა გამოაცხადა რომ იწყება ღაზას ტერორიასთან ახლოს მცხოვრები 8 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია, სანამ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ტერორისტის ლიკვიდაცია;
– წუხელ, შეტაკებების დროს, 27 ჯარისკაცი გარდაიცვალა. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) დილიდან შექმნიან სპეციალურ ვებ-გვერდს, სადაც გარდაცვლილ ჯარისკაცთა ინფორმაცია განახლდება;
– წუხელ, ისრაელმა, გაანადგურა უამრავი მნიშვნელოვანი წერტილი, სადაც ჰამასის ტერორისტები იყვნენ/იბრძოდნენ. განადგურებულია ძირითადი წერტილები, მაგრამ ახლა იწყება 8 დასახლებული პუნტქის ევაკუაცია, რათა იქ სრული ძალებით მოხდეს სამხედრო შეტევა; მაგ. ზღვიდან მომავალი ჰამასელი ტეროროსტების მთელი ხროვა.
აქ მცხოვრებო ქართველებო, ძალიან გთხოვთ, ნუ მოუწოდებთ სხვებს რომ წუხელ IDF/ცაჰალმა ტერორისტები გაანადგურა და ყველაფერი კარგად არის. მესმის რომ შეიძლება ენობრივი ბარიერი იყოს ან საბრძოლოდ გაწვეული ადამიანის მშობელი თქვენც გამშვიდებთ. ამ წამს, ისრაელს, სამხრეთიდან ჰამასი და ჩრდილოეთიდან ჰეზბოლა უტევს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა გამოაცხადა რო 8 დასახლებული პუნტქის ევაკუაცია იწყება, რადგან ქვეყანაში გაურკვეველი რაოდენობის ტერორისტები არიან.
עם ישראל חי”