ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო.
ჩინეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, რათა „გამონახოს გზა გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“.
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად“, – წერია განცხადებაში.
კომენტარები