სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნება, გაუმჯობესება ყველა ქვეყნის ინტერესებშია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს თავის გაცხადებულ მიზანს, იყოს მედიატორი ჩვენს მეგობრებს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მზაობა მათი მხრიდან, ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოს ჩართულობით, კიდევ ერთხელ იქნება წარმატებული და სამხრეთ კავკასიაში იქნება ისეთი სტაბილური გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, შესაბამისი როლი და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა
კომენტარები