უკვე მეოთხე დღეა, ატენის ხეობაში 4 წლის რამაზ ჯინიყაშვილს ეძებენ. ბავშვი სოფელ ბობნევიდან 20 მაისს, შუადღის საათებში გაუჩინარდა. ერთადერთი თვითმხილველი გაუჩინარებულის 6 წლის ძმაა, რომლის თქმითაც, მისი უმცროსი ძმა ხეობისკენ წითელი მანქანით წაიყვანეს.
ჯინიყაშვილები ცხინვალიდან დევნილები არიან და ისინი სოციალურ დახმარებას იღებენ. მიუხედავად ფინანსური გაჭირვებისა, მეზობლებისა და სოციალური აგენტის თქმით, ბავშვებს კარგად უვლიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. დაიკითხნენ ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები, სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
www.rustavi2.com
კომენტარები