ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომას, რათა განვიხილოთ ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარება“, – დაწერა ბორელმა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.
კომენტარები