ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა იყო ქალაქის სხვადასხვა უბანში, რის გამოც ელექტროსადენები დაზიანდა.
მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა. ქარმა ძირითადად საბურთალოსა და ვაკის რაიონები დააზარალა. ყველა პრობლემურ ადგილზე, თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები მუშაობდნენ. წაქცეული ხეებისგან იწმინდებოდა გზები.
კომენტარები