სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით დროებით შეაჩერა.
გადაწყვეტილებას ტრამპის ადმინისტრაცია მას ჯერ არ გამოხმაურებია.
„არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის არც პრეზიდენტი“, – განაცხადა ვაშინგტონის გენერალურმა პროკურორმა მოსამართლის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულება უმეტესად მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის 90 დღით, ლტოლვილთა დახმარების პროგრამის 120 დღით და სირიელი ლტოლვილებისთვის აშშ-ში შესვლის უფლების გაურკვეველი ვადით შეჩერებას გულისხმობს.
ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
კომენტარები