ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელში ჯარების გაგზავნას არ აპირებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, წერს CNN.
„ამერიკული ჯარების გაგზავნის არავითარი განზრახვა არ არსებობს”, – თქვა მან.
თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, სადაც არ უნდა იყოს ეს ინტერესები, მათ შორის, განსაკუთრებით, მსოფლიოს ამ ნაწილში“.
კირბიმ დასძინა, რომ “ჰამასის” თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელისთვის აშშ-ის დამატებითი დახმარების პირველი ტრანში უკვე გაიგზავნა.
„ჩვენ ველით, რომ ისრაელისგან იქნება დამატებითი მოთხოვნები უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით, რადგან ისინი ხარჯავენ საბრძოლო მასალას და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ”, – თქვა ჯონ კირბიმ.