რამდენიმე წუთის წინ თბილისში თელავივიდან კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდა. 100-მდე მგზავრი ისრაელიდან „საქართველოს ავიახაზებმა“ ჩამოიყვანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, დღეს კიდევ სამი რეისი შესრულდება.
მგზავრების თქმით, ისრაელში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.
ჯამში ომის დაწყებიდან დღემდე 18 რეისი შესრულდა, თითოეულმა 100-150 ადამიანი ჩამოიყვანა. საქართველოში გამოფრენის მსურველებს კი ბილეთების შეძენის შესაძლებლობა მომდევნო დღეებშიც ექნებათ.
კომენტარები