გაერო ერთმნიშვნელოვნად გმობს ისრაელსა და ღაზას სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და ისრაელის მიერ ღაზას უკანონო ბლოკირებას. ამის შესახებ CNN-ი ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰამასის“ მიერ მკვლელობები და მძევლების აყვანა დანაშაულსა და საერთაშორისო კანონის დარღვევას წარმოადგენს, რისთვისაც დაუყოვნებლის უნდა აგონ პასუხი. „ისრაელსა ან ღაზაში ასეთ სისასტიკეს გამართლება არ აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროში ასევე ყურადღებას ამახვილებენ ღაზაში პალესტინელების მდგომარეობაზე.
„ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ ისრაელის განურჩეველ სამხედრო თავდასხმებს ღაზაში მცხოვრებ და ისედაც გამოფიტულ პალესტინელ ხალხზე. საუბარია 2,3 მილიონზე მეტ ადამიანზე, რომელთაგან თითქმის ნახევარი ბავშვია. ისინი 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ უკანონო ბლოკადის ქვეშ და უკვე გაიარეს ხუთი დიდი სასტიკი ომი. ეს არის კოლექტიური სასჯელი“, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში.
ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ ღაზას საკვების, წყლისა და საწვავის გარეშე დატოვება მწვავე ჰუმანიტარულ კრიზის გამოიწვევს და მოსახლეობა შიმშილის რისკის წინაშე დადგება. გაერო ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებს, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ღაზას დატოვება შეძლოს.