ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არმია მიაღწევს ყველა გვირაბს, „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დაასრულებს მისიას, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება.
მინისტრი ისრაელის სამხრეთით „ჰეზბოლას“ აქტიურობასა და საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოების რისკს გამოეხმაურა.
„ისრალისა და ლიბანის საზღვარზე გახსნილმა ცეცხლმა განაპირობა რისკი, რომ ღაზის სექტორში ჰამასის მებრძოლების მოქმედებები გაცილებით ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს. ისრაელი არ არის დაინტერესებული სამხრეთ ფრონტზე ომის წარმოებით და თუ ლიბანური „ჰეზბოლა“ თავშეკავებას გამოიჩენს, ისრაელი პატივისცემით მოეკიდება სამხრეთ საზღვარზე არსებულ ვითარებას“, – განაცხადა იოავ გალანტმა.