საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, სასამართლოს პოზიცია დასაბუთებული და არგუმენტირებულია.
„დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული. სასამართლომ იმსჯელა სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც იყო სადავო და, რა თქმა უნდა, არ გასცდენია ამ შემთხვევებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული არის ჩვენი – უმრავლესობის სამართლებრივი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრებიც, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები