დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან რთული გამოწვევა, ამას მსოფლიოსთვის დიდი გავლენა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებასა და კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარები