მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი, თუ ახლაც იზიარებთ იგივე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. თუ გაექცევით ამ კითხვაზე პასუხს, დუმილს მივიღებთ საზოგადოება, ყველა მივიღებთ ამას თანხმობის ნიშნად, რომ კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩებით და მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ, ანუ სააკაშვილმა, რა ვიცი როგორც გინდათ, – ამ კითხვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში მიმართა.
პირველი – ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი, ანუ საომარი ვითარების. საუბარი იყო იმაზე, რომ აგვისტოს ომი დაიწყო საქართველომ. მეორე განცხადება, რომელიც 8 აგვისტოს გაკეთდა – შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება ამას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება. აქაც რეალურად საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მადლობა ღმერთს, აქ საქართველო არ არის ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „ნაცმოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ზუსტად იგივე პოზიციას დაუჭირა მხარი თვითონვე, უწერიათ, რომ თავად დაიწყეს ომი, 2018 წელს მათ თქვენი მსგავსი განცხადებების გამო ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად გამოგაცხადეს. იმავეს ამბობდნენ თვითონ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს ჯაშუშად და რეზიდენტად. მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი, თუ ახლაც იზიარებთ იგივე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ასევე მინდა დავაზუსტო, თუ გაექცევით ამ კითხვაზე პასუხს, დუმილს მივიღებთ საზოგადოება, ყველა მივიღებთ ამას თანხმობის ნიშნად რომ კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩებით და მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ, ანუ სააკაშვილმა, რა ვიცი როგორც გინდათ“, – აღნიშნა კობახიძემ.