უკვე დადგენილი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, რაც ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროთ პროკურატურასთან. ზოგადად, თუკი ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჩემთვის პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა ის, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
კომენტარები