ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა წარმომადგენელმა, რიკ ბრენანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა „მარათონი“ იქნება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხთან საუბრისას ბრენანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის შესრულებას ბევრი სირთულე ახლავს თან.
ის „დასაწყისს“ უწოდებს ამერიკისა და ეგვიპტის პრეზიდენტების შეთანხმებას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის შეყვანის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ბრენანი ამბობს, რომ საბოლოო მიზანი სექტორში დღეში 100 სატვირთო მანქანის შეყვანაა.
„ეს არ არის სპრინტი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის მარათონი“, – განაცხადა ბრენანმა და აღნიშნა, რომ სექტორში დახმარების საჭიროება ბოლო დღეებში გაიზარდა.
კომენტარები