საქართველოს პრეზიდენტზე როდესაც ვსაუბრობთ, არცერთი ის პრეტენზია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ზურაბიშვილის მიმართ, არსად გამქრალა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განუცხადა.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ჩვენი ამ დამოკიდებულებისა, რომელიც არ შეცვლილა, ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან ცხადად თქვა, რომ მაშინ როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ის, რაც დააზიანებს სტატუსის მოპოვების პროცესს“, – განაცხადა წითლიძემ.
კომენტარები