ლონდონში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა, რომელშიც პრინცმა ჰარიმ გაიმარჯვა. ღონისძიება ელისაბედ მეორის სახელობის ოლიმპიურ პარკში ჩატარდა. ჰარის მთავარი კონკურენტი მისი ძმა უილიამი იყო, მეუღლესთან ქეითთან ერთად.
მონაწილეებს 50 მეტრიანი დისტანცია ყველაზე სწრაფად უნდა გაერბინათ, რაც პრინცმა ჰარიმ წარმატებით შეძლო. ღონისძიებაში 150 მოხალისეც მონაწილეობდა. მარათონი ფსიქიკურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრის მხარდასაჭერად მოეწყო.
კომენტარები