ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი, რომელიც ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული იყო, გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და დაღუპული გოგონას ლექსს აქვეყნებს.
„დღეს, 23 წლის თამი (თამარ) კორსანტია-გოლდბერგს გამოვემშვიდობებით. თამის დედ-მამა ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ და 93 წელს ლტოლვილებად ქცეულები ისრაელში რამდენიმე თვის ჩვილთან, თამის უფროს დასთან ერთად, გაემგზავრნენ.
7 ოქტომბრის დილას, თამი სამ მეგობართან ერთად ტერორისტებს ემსხვერპლა. ოჯახთან ერთად, ჩვენც იმედიანად ვიყავით, რომ თამი გატაცებულთა შორის იქნებოდა და ძალისხმევა არ დაგვიკლია სამძებრო და შემდეგ, გამოხსნის საშუალებებით და ქმედებებით. თუმცა, პარასკევს მისი იდენტიფიკაცია მოხდა.
გუშინ მამამ 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა.
ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს:
შენთვის; ჩვენთვის;
გარშემომყოფთათვის;
ცოცხალთა და მკვდართათვის;
უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის;
შენი საკუთარი თავისთვის!..
აღიარე შეცდომები,
ეგოგმანე სიყვარულს,
გახსენი გონება და იცხოვრე!
ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სიძულვილით გონება და სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა.
თამის დაკრძალვა 15:30 საათზე, რიშონ ლეციონის “განეი ესთერ”-ის სასაფლაოზე შედგება.
დღეს, თამის ისრაელი და საქართველო ერთად დატირის!“, – წერს ელჩი ფეისბუქში.