რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, ქონების მისაკუთრების ბრალდებით, სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დამნაშავედ, – იუწყება The Telegraph-ი.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ დაადგინა, რომ 2013 წელს ნავალნის სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა და რუსეთს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა.
2013 წელს, სასამართლომ ნავალნი 16 მილიონი რუბლის ($500 000) ღირებულების ხე-ტყის მასალის მითვისებაში ცნო დამნაშავედ.
ნავალნიმ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის განაჩენის ზუსტი ასლია. მისივე თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო კიდევ ერთხელ გაამტყუნებდა.
ნავალნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
კომენტარები