საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ გამოცემა Ouest France იუწყება.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, ექიმები და მეხანძრეები.
სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ბირთვული რეაქტორის ტერიტორიას აფეთქება არ შეხებია.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები