რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს.
როგორც „ქრონიკას“ მაყვალა კორინთელმა განუცხადა, მისი ვაჟი და შვილიშვილი იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში, სანთლების დასანთებად ავიდნენ.
„გიორგობის მეორე დღე იყო. სანთლები წაიღო დასანთებად [შვილმა]. ავიდა, დაანთო, მოკიდეს ხელი [ოკუპანტებმა] და წაიყვანეს. მასთან ერთად შვილიშვილია ჩემი“, – ამბობს მაყვალა კორინთელი.
კომენტარები