ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელელი ჯარისკაცები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად და საბოლოოდ ჩვენ მათ ყველას დავაბრუნებთ”, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებს.
“ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ამ ომში: “ჰამასის” ლიკვიდაცია, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა არ გახდეს საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ [ამ ომს] ბოლომდე, გამარჯვებამდე. არაფერი შეგვაჩერებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს ძალა, ნება და მონდომება ომის ყველა მიზნის მისაღწევად”, – დასძინა მან.
კომენტარები