საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
„იმედის კვირა“ დაინტერესდა, თუ როგორი სახე ექნება აღნიშნულ ცენტრს. პროექტის ავტორთა განცხადებით, ქართული კულტურის ცენტრი მდინარე იორდანესთან მრავალფეროვანი იქნება: ღია გალერეებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეებით, სადაც მკვლევრებს მათ შორის ქართული ანბანისა და უძველესი ხელნაწერების შესწავლის საშუალება ექნებათ. გაეცნობიან საქართველოს ისტორიას.
„საქართველოს ექნება განსაკუთრებული კულტურის ცენტრი, რომელიც მოჰყვება ჩვენი ქვეყნისა და ერის სულიერ და მატერიალურ განვითარებაზე, კულტურაზე. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ჯგუფსა თუ ცალკეულ პირს შეეძლება ჩასვლა. მოისმენენ საქართველოს ურთიერთობას აღმოსავლეთთან, მოთხრობილი იქნება ჩვენი წარსული, დღევანდელობა და მომავალი“, – განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავითმა (მახარაძე).
დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.