საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად მიიჩნევა.
გემზე, რომელსაც მარილი გადაჰქონდა, ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ერთი მათგანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ეკიპაჟის 8 წევრი ეგვიპტის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები.
კომენტარები