უკრაინაში სტიქიაა. ძლიერი ქარმა, თოვლმა, ყინვამ და შტორმმა ყველაზე რთული ვითარება ქვეყნისცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთში გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევის ოლქში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალებზე გადაადგილება შეფერხებულია. ქვეყნის მასშტაბით 14 მაგისტრალზე გადაადგილება აიკრძალა, 16 ოლქში კი მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ძლიერი შტორმია ოდესასა და ოკუპირებულ ყირიმშიც. დაიტბორა ათობით დასახლება, განადგურდა ელექტროგადამცემი ხაზები და სანაპირო ზოლში მდებარე სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურული ობიექტები.
კომენტარები